8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3,426 ტონა შეადგინა.
ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს, ამავე პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 5,544 ტონა.
„ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.