ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.606 პროცენტით განისაზღვრა.