ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 93 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.710 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.699 პროცენტით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.