ქართული ღვინის გარეშეც გავძლებთ, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა საქართველოს მიმართ შესაძლო ეკონომიკური ზომების კომენტირებისას.
„როცა არის ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება, მე უარს არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეც და ჩემი ახლობლებიც გავძლებთ ქართული ღვინისა და ქართული წყლის გარეშე. ჩვენ მშვენიერი ღვინოები გვაქვს რუსეთში, რეკომენდაციას ვუწევ“, - განაცხადა ვოლოდინმა და დასძინა, რომ ქვეყნის მიმართ პატივისცემისთვის შეიძლება „ღვინის გაწირვა“.
„არ არის საჭირო ერთ დონეზე განვიხილოთ ხალხი, ქვეყანა და ღვინო. მიგვაჩნია, რომ შეიძლება უარი ვთქვათ ღვინოზე, რომ მოვიპოვოთ პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, - დასძინა ვოლოდინმა.
მისი სიტყვებით, რუსეთში იწარმოება ხარისხიანი კრასნოდარული და ყირიმული ღვინოები, რომლებიც ევროპულ ღვინოებს უწევენ კონკურენციას. „ქართული ღვინოები ამ სტანდარტამდე უკვე ვერ ადიან, ამიტომ ჩვენ უკეთესი მწარმოებლები გვყავს რუსეთის ტერიტორიაზე, ბევრს აკეთებენ, რომ ხარისხი იყოს მაღალი. ქართული ღვინოები მხოლოდ ფასით უწევენ კონკურენციას, რაც შეეხება ხარისხს, ის ძალიან დავარდა და ვერ გადის არსებულ სტანდარტებზე“, - განაცხადა ვოლოდინმა.