საფრანგეთი ფრენებზე ეკო-გადასახადს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ეკო-გადასახადებით შემოსავლები 180 მილიონი ევრომდე გაიზრდება.
„გადავწყვიტეთ, საფრანგეთიდან ყველა ფრენაზე ეკო-გადასახადი დავაწესოთ“, - განაცხადა ბორნმა.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა