გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის Food Contract Corporation-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა.
საუბარი ასევე შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.
ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“-ის წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.