ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქცები 63%-ით გაიზარდა

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების მოცულობა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჯამურად 63%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი. ამავე მონაცემების მიხედვით, გაყიდული ბინები უმეტესობა პრემიუმ ან დაბალი სეგმენტის ბინებია, ხოლო საშუალო სეგმენტს მხოლოდ 16% წარმოადგენს.

"თიბისი კაპიტალმა" აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია 9 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში გაიმართა. ახალ კვლევაში "თიბისი კაპიტალი" ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების განხვავებულ პოტენციალს აღწერს.

"თიბისი კაპიტალს" და "თიბისი ბანკის" ეკონომიკურ ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან ცოტა ხნის წინ დაწესებული ფრენების აკრძალვის ეფექტი მართვადია. ამასთან, ქვეყანაში, ისევე როგორც ბათუმში ტურიზმის ზრდა პოზიტიურ ტრაქეტორიას შეინარჩუნებს, რაც დამატებით განთავების საშუალებებში ინვესტირებას მისცემს ბიძგს.

"გაყიდული ბინები უმეტესობა პრემიუმ ან დაბალი სეგმენტის ბინებია, მხოლოდ 16% წარმოადგენს საშუალო სეგმენტს. 2018 წლის გაყიდვების 76% კი ახალაშენებულ ბინებზე მოდის. გაყიდული ბინების 53% მცირე, 50 კვ.მ. ან ნაკლები მოცულობის ბინებზე მოდის. გაყიდვების 60% ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული.

კვლევაში ტურიზმი ბათუმის უძრავი ქონების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად არის დასახელებული. უცხოელი ვიზიტორები ბათუმის იჯარის ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან. ბათუმში ბინების უცხოელი მყიდველები ძირითადად იმ ქვეყნებიდან არიან, საიდანც ტურისტები. უცხოელ მყიდველთა წილი ბათუმის საბინაო ბაზარზე 2018 წელს 36% იყო. ამ მხრივ, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები აქტიურობდნენ, მათ შემდგომ კი ისრაელის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები",-ნათქვამია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის ადგილობრივი მოსახლეობა ნელი ტემპით იზრდება. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში უმუშევრობამ მკვეთრად იკლო, რაც სამომავლოდ ახალი მუშახელის მოძიების საჭიროებას მოასწავლებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის დამატებითი ფაქტორია. ქალაქში ახალი ბინების მიწოდება საკმაოდ მოცულობითია.

"2018 წელს 648,000 კვ.მ. საცხოვრებელ იფართის შენობებზე გაიცა ნებართვა, რაც შედარებით სუსტ 2017 წელთან შედარებით 26%-იან ზრდას წარმოადგენს. ფასების აგრეგატული დონე ბათუმში 2018 წელს 7,2%-ით გაიზარდა ლარში, ხოლო 5,5%-ით დოლარში. უბნების დონეზე, ზრდა შეიმჩნევა ზღვიდან პირველ ზოლში, ხოლო დანარჩენ ქალაქში ფასები სტაბილურია. "თიბისი კაპიტალის" მკვლევარები გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურ ზრდას ელოდებიან, ახლო მომავლის პოტენციური ბარიერების გათვალიწინებით. იჯარის შემოსავლიანობა ბათუმში კლებადი ტრენდით ხასიათდება, თუმცა მოცემულ მომენტში საკმაოდ მაღალია. საშუალო დატვითულობა ცხადჰყოფს რომ ბათუმი ჯერ კიდევ „ერთი სეზონის“ ქალაქია. მომავალში მთელი წლის ტურისტული ატრაქციების განვითარება ბათუმის იჯარის ბაზარზე და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის",-ნათქვამია კვლევაში.

უძრავი ქონები სექტორის შესახებ კვლევების სერია "თიბისი კაპიტალმა" 2018 წლის აპრილში თბილისის ბაზრის ანალიზით დაიწყო. ბათუმზე კვლევის მომზადება ბაზრის არსებული და პოტენციური დიდი მოთამაშეების მზარდმა ინტერესმა განაპირობა.