საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგლი საპენსიო რეფორმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს გამართული შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იყო როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის.
"ეს ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო საინვესტიციო საბჭოს წევრებთან. საკმაოდ დამაჯერებელი გუნდია, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებს აერთიანებს. დიახ, ზუსტად ეს სჭირდება დღეს საქართველოს, იმისათვის რომ უზრუნველყოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, გამჭირვალობა, რაც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს ნდობას, რომ ეს საპენსიო ფონდი მოემსახურება მათ ინტერესებს, როდესაც ისინი გავლენ პენსიაზე," - აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და დასძენს, ის მზად არის საინვესტიციო საბჭოს წევრებთან მომავალშიც ითანამშრომლოს.
აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.