10 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე Georgian Airways-მა ყოველდღიური რეისები დანიშნა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომპანიის კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი წერს.
„ეს რეისები ებმის ერევანი-მოსკოვის მარშრუტს. ეს რას ნიშნავს? იმას რომ, ტურისტები რუსეთის მიმართულებებიდან შეძლებენ ჩამოსვლას ბათუმში და სრული მაშტაბით არ გააუქმებენ სასტუმროების ჯავშნებს“, - წერს თანდაშვილი.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენის ღირებულება 300 ლარიდან იწყება.