2018 წელს მილიონერების რიცხვი მსოფლიოში პირველად შემცირდა

2018 წელს ყველა (დოლარით) მილიონერების საერთო ქონებამ 3%-ით იკლო და 68,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Capgemini SA-ს კვლევაშია ნათქვამი. ხოლო ყოველწლიური კვლევის World Wealth Report-ის მიხედვით, 2018 წელს მილიონერების რიცხვი 0,3 %-ით 18 მილიონამდეა შემცირებული.

ეს არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი რაოდენობრივი შემცირება. ეს საფონდო ბირჟებზე ცალკეული კომპანიების აქტივების გაუფასურებამ და საკვანძო ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებამ გამოიწვია.

ყველაზე მეტად მილიონერების რიცხოვნობის შემცირება თვალშისაცემია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში -1,7% და ევროპაში -0,7%, ჩრდილოეთ ამერიკაში კი სიტუაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა და +0,4% აჩვენა. ახლო აღმოსავლეთში ზრდამ 5,8% შეადგინა, ლათინურ ამერიკაში კი 1,9%.

World Wealth Report იყენებს მონაცემებს მსოფლიოს 71 ქვეყნიდან, რომლებზეც მოდის მსოფლიო სავალუტო შემოსავლების 98% და გლობალური საფონდო ბაზრების კაპიტალიზაციის 99%.

კოკა კვირკველია