მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 ათასი ტონით გაიზარდა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-მაისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 15 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 14.7 მლნ ტონა იყო.
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4.5 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მაისში 147 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-მაისში კი ეს ციფრი 142.5 მლნ იყო.
2019 წლის იანვარ-მაისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 200 ათასი ტონით გაიზარდა და 6.7 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 6.5 მლნ ტონა იყო.
ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 60,027 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 232,160 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 172,133 კონტეინერი გადამუშავდა.