6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, აღნიშნული მაჩვენებელი 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%).

„ივნისის თვეში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 340 მილიონი აშშ დოლარი, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%)“, - განმარტავენ უწყებაში.