საქართველოში გარგარის სეზონი უკვე დასრულებულია, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი სომხეთიდან იმპორტირებულმა ჩაანაცვლა.
როგორც East fruiT წერს, სეტყვამ ქვეყანაში მოსავლის ნაწილი გაანადგურა, გარგარის მოცულობის შემცირებამ კი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარღვია და საბაზრო ფასზე გავლენა იქონია.
ფერმერი ნიკა გეთიაშვილი, რომელსაც კახეთში (გურჯანის რაიონში) გარგარის ბაღი 3, 5 ჰეტარზე აქვს გაშენებული, პროდუქტის სომხეთიდან იმპორტირებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადგილობრივი პროდუქტის სეზონი იწურება. როგორც ფერმერი აღნიშნავს, ქართული გარგარის რეალიზაცია ბაზარზე საშულოდ 3 კვირა გრძელდება, თუმცა წელს რეალაზაციაზე ნეგატიური გავლენა ძლიერმა სეტყვამ იქონია, რომელმაც ნიკა გეთიაშვილს მოსავლის 10-15% გაუნადგურა.
შედარებით დიდი ზარალი მიიღო ფერმერმა ვალერი ტურაშვილმა, რომელმაც გარგარის მოსავლის 30% სეტყვის შედეგად დაკარგა, მოსავლის ნაწილი კი გაფუჭდა და სარეალიზაციო სახე დაკარგა.
მიუხედავად ამისა, წელს ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩა და 1 კგ გარგრის ფასმა, საშუალოდ, 1,5 ლარი შეადგინა.