ჩერნობილის დახურული ზონა იხსნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ტურისტებისთვის ჩერნობილის დახურული ზონა გაიხსნება. როგორც მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, - „ტურისტებისთვის „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება“.

„ჩერნობილი უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, ეს ზონა დღემდე ასოციარდება კორუფიასთან. უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ტურისტებისგან იღებენ ქრთამს, ხდება ჯართის უკანონოდ ექსპორტირება და ბუნებრივი რესურსების გამოყენება“,- აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილებით კი, ყველა უკანონო ქმედება აღმოიფხვრება და ეს ზონა უკრაინის ერთ-ერთი მიმზიდველი წერტილი გახდება.

ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური სადგური 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა. შედეგი კატასტროფული იყო, თუმცა ტრაგედიის სრულ მასშტაბზე მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ დაიწყეს საუბარი. იმ დროისთვის ჩერნობილში თითქმის, 7 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.

ამჟამად რადიაციის გამო აკრძალულია სახიფათო ტერიტორიების მონახულება. თუმცა, უკრაინელი ტურ-ოპერატორები ტურისტებისთვის უსაფრთხო მარშრუტების დაგეგმვას მაინც ახერხებენ.

ნინი ქეთელაური