საფონდო ბირჟა მზად არის ტექნოლოგიურად არა მხოლოდ იმ მოცულობის თანხების ასათვისებლად, რაც უკვე მოგროვილია საპენსიო ფონდში, არამედ გაცილებით მეტისაც. ჩვენ მოვასწარით და რეფორმის დაწყებამდე განვაახლეთ სააღრიცხვო საანგარიშსწორებო სისტემა, რითაც ფაქტობრივად უზრუნველვყავით აღნიშნული თანხების უსაფრთხოდ შენახვა, - ამის შესახებ საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გია ფარესიშვილი განაცხადა.
საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობასაც აფასებს და აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტომ მაღალი დონის პროფესიონალები შეკრიბა, კერძოდ კი ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში საკმაოდ დიდ თანხებს განკარგავენ.
გია ფარესიშვილი ბაზარზე ქართული კომპანიების გააქტიურებას და მეტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ელოდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 18 ობლიგაცია ივაჭრება, კომპანიები კი რომლებსაც ობლიგაციები აქვთ გამოშვებული მაღალი რეიტინგული შეფასება აქვთ.
აღნიშნულ ინფორმაციას „საპენსიო სააგენტო“ ავრცელებს.