ეკონომიკის ექსპერტმა შოთა გულბანმა დღეს საინვესტიციო საბჭოს წევრებს მოუსმინა. შოთა გულბანმა საპენსიო რეფორმის უპირატესობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საინვესტიციო საბჭომ მაღალი რანგის ექსპერტები შეკრიბა.
„ეს არის იმ კატეგორიის რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს თავის თავში გულისხმობს სტაბილურ სოციალურ სისტემას და განვითარებულ ფინანსურ ბაზრებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის“,-განაცხადა გულბანმა.
ექსპერტმა საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოლივიერ რუსსოს პროცესში ჩართვა მისასალმებელია.
,,ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ის შეცდომები რაც ევროპაში იქნა დაშვებული, ჩვენ არ გავიმეოროთ და სწორედ ამის საფუძველი არის ის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელზეც პრაქტიკულად დამოკიდებული არის ჩვენი ფინანსურად უზრუნველი სიბერე.“ - განმარტა შოთა გულბანმა.
ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.