შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველო მზად გახლავთ ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღესდღეობით საქართველოს ბევრი აქვს ევროპისთვის შესათავაზებელი.
“საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მარტივი საკითხი პოლიტიკური მორგებულობის, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. ისტორიულად ვიბრძოდით საერთო ღირებულებებისთვის და საქართველო არასდროს იყო ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის წინა ხაზზე იყო ღირებულებების ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. დღესდღეობით საქართველოს ბევრი აქვს ევროპისთვის შემოსათავაზებელი კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილების გარდა, რომელშიც საქართველოს უკვე წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე მთელ ევროპაში. საქართველო მზად გახლავთ ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, საერთო ღირებულებები, რომლებიც უმთავრესი გახლავთ უფრო ძლიერი ევროპისთვის“,- განაცხადა ბახტაძემ.