მობილური კავშირის უახლესმა ქსელმა 5G-მ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება მონაკოში. ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse (AFP) კომპანია Monaco Telecom-ის პრეზიდენტ ესტენ ფრანზიზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, მონაკო გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო, რომლის მთელი ტერიტორია სრულად დაიფარა ახალი სტანდარტის ქსელით.
ქსელის მოწყობილობა შექმნილია და დამონტაჟებულია ჩინური კომპანია Huawei-ის მიერ. ფრანზის განცხადებით, ახალი ქსელის ამუშავება არის ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რომელსაც ქვეყანა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განახორციელებს. ახალი ქსელი ხელს შეუწყობს მონაკოს, აამოქმედოს მთელი რიგი სერვისები დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან.
Huawei-ის წარმომადგენლების განცხადებით კი, მონაკოს პლიუსი ის არის, რომ ეს ჯუჯა ქვეყანაა და მისი სრულად დაფარვა მეხუთე ქსელით ბევრად მარტივია.