არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის სტრატეგიული მიზანია ევროკავშირის წევრობა

ჩვენთვის სტრატეგიული მიზანი გახლავთ საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, შავი ზღვის პოტენციალი მთლიანად უნდა იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით სატრანსპორტო, ენერგო და სხვა ტიპის კომუნიკაციებისთვის.

„ეკონომიკის გაძლიერება, სპეციალური დახმარების ინსტრუმენტების შექმნა - ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს ჩვენთვის. მთლიანად შევსება ევროპის შრომითი ბაზრისა ქართველი მოქალაქეებით და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია უშიშროების სფეროში აგრეთვე უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ინტეგრაცია გავაგრძელოთ იმ ქვეყნებთან, რომლებთაც აქვთ სურვილი, რომ გაცილებით უფრო გააძლიერონ თავიანთი კონტაქტები ევროკავშირთან და გააჩნიათ ამისათვის გრძელვადიანი ტაქტიკა და სტრატეგია. ჩვენთვის სტრატეგიული მიზანი გახლავთ საბოლოო ჯამში ევროკავშირის წევრობა. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ საქართველო მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს გაწევრიანებისათვის იმ პარტნიორობის გზით, რომელიც გვაქვს და რომელსაც გაცილებით ხარისხობრივად მაღალ დონეზე ავიყვანთ. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით დღევანდელ შემადგენლობას ევროკავშირის ორგანოებისა და მიგვაჩნია, რომ მათთან ერთად ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნული „საჭირობოროტო საკითხების გარშემო იქნება არენა ნაყოფიერი დისკუსიებისათვის“.