საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 

2014 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1665 მლნ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4815 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივლისში 3150 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.