საქართველო რუსეთს შორის ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163,773 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის (662, 446 მლნ აშშ დოლარი) 24,7%-ს შეადგენს. ხოლო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, რუსეთიდან საქართველოში 174, 558 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც უცხოთიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საერთო მოცულობის (611,398 მლნ დოლარი) 28%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში გადარიცხულ თანხებს, 2019 წლის 5 თვეში, ჯამში 30, 827 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, რაც ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების საერთო მოცულობის (91,362 მლნ დოლარი) 33,7%-ს შეადგენს. 2018 წლის ანალოგიურ პეროდში კი, საქართველოდან რუსეთში 37,526 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც უცხოეთში გადარიცხული თანხის მთლიანი მოცულობის (92, 233 მლნ აშშ დოლარი) 40,6%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ შემცირება ფიქსირდება ფულადი გზავნილების წლიურ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან რუსეთში ჯამში 90, 375 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც საერთო გადარიცხვების (229,745 მლნ დოლარი) 39,3%-ს შეადგენდა. 2017 წელს კი საქართველოდან რუსეში 89, 623 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც საქართველოდან განხორციელებული ტრანზაციების საერთო მოცულობის (209, 889 მლნ დოლარი) 42,7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება გადმორიცხვებს, 2018 წელს რუსთიდან საქართველოში 457,183 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ქვეყანაში განხორციელებული ტრანზაციების საერთო მოცულობის (1,579 მლრდ დოლარი) 28,9%-ს შეადენდა. ხოლო, 2017 წელს საქართელოში რუსეთიდან 455,438 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ქვეყნაში შემოსული თანხების საერთო მოცულობის (1, 291 მლრდ დოლარი) 35%-ა.