ბათუმში მიმდინარე კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელი მოეწერა საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ხელმომწერები არიან - საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო უნგრეთის მხრიდან ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.
ასევე ხელი მოეწერა უნგრული ენისა და კულტურის შესახებ სწავლების შეთანხმებას - საქართველოს მხრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და უნგრეთის მხრიდან ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო. ხელი მოეწერა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარებების შეთანხმებას, ხელმომწერები საპატრიარქოს მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი ნიკოლოზ გვარლიანი და უნგრეთის მხრიდან პიტერ სიარტო. ხელი მოეწერა საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკ შორის ურთერთობების მემორანდუმს, საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და უნგრეთის მხრიდან ექსპორტ-იმპორტ ბანკის წარმომადგენელი რობერტ გრილიოვი.