დონალდ ტუსკი - საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როგორ განავითარონ ისედაც უკვე მყარი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„ჩვენ ავამოქმედებთ სრულ პოტენციალს ჩვენი ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მიხედვით. ჩვენ ვიზრუნებთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის და ა.შ. მიმართულებებზე. ქართველებს უკვე შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში ვიზის გარეშე, რაც რასაკვირველია, დააკავშირებს უფრო მეტად ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს უფრო მეტად. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა წინ აღვუდგეთ წინააღმდეგობებს“, - განაცხადა ტუსკმა.