საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უადგილოა შეკითხვები იმის შესახებ, აირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ევროპის გზა და არის თუ არა მთავრობა პროევროპული.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად პროევროპულია! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის. პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი. დიდი მადლობა თქვენ იმ მხარდაჭერისთვის, რაც მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.