კავკასიის მთებს შორის შავი ზღვის სანაპიროზე, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური კულტურული ცენტრი მდებარეობს.
ასე აღწერს საქართველოს გამოცემა cntraveller.com-ი და მოგზაურებს ქვეყანის დათვალიერებას ურჩევს.
გამოცემა ტურისტებს 10 აქტივობას სთავაზობს:
იარე ფეხით თბილისის ძველ უბანში
თბილისის ისტორიულ ქუჩებს გამორჩეული ხიბლი ახასიათებს. სწორედ ამიტომ გამოცემა ტურისტებს მთელი დღის უძველესი ქუჩის ლაბირინთებში გატარებას ურჩევს. ძველი უბნები მეიდანსა და გოგირდის აბანოებზე მდებარეობს, სადაც შეხვდებით პასტელის ფერებით მოხატულ სახლებს ხის აივნებით, რომელიც 19-საუკუნეშია აღდგენილი.
დააგემოვნეთ ტრადიციული ქართული სუფრა
ქართველებს თავიანთი ტრადიციული სუფრა იმდენად უყვართ, რომ მათ ლექსიკოში არსებობს სიტყვა - შემომეჭამა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ აპირებდა, მაგრამ მაინც შეჭამა. ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა ხაჭაპური და ხინკალი ყველა ქართულ რესტორანში შეხვდებით. ქართული სუფრა კი თამადის გარეშე წარმოუდგენელია, რომელიც სადღეგრძელოებს იძახის. სადღესასწაულო სუფრა შესაძლოა, რამდენიმე საათი გაგრძელდეს და ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით დასრულდეს.
აღმოაჩინე ახალი თბილისი
საბჭოთა კავშირის ყოფილი სამკერვალო „ფაბრიკა“ მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცეა, სადაც ყველაფერია, რასაც მოგზაური ისურვებს - ჰოსტელი, ცოცხალი მუსიკის საღამოები, სხვადასხვა კვების ობიექტები, დატვირთული ღამის ცხოვრება, ადგილობრივ ხელოვანთა სტუდიები.
დააგემოვნე ღვინო ღვინის სამშობლოში
ღვინის წარმოებით საქართველო რეგიონში უძველესია. დღეისთვის ყველაზე ადრეული ნიშნები ღვინის წარმოებაზე დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია. ქვეყნის მეღვინეობის ტექნიკა „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის სიაშია. ყურძნის დაწურვის შემდეგ მას თიხის ჭურჭელში ათავსებენ, რომელსაც ქვევრს უწოდებენ.
დალაშქრე შუასაუკუნეების მონასტრები
საქართველოს ზოგიერთი ფრესკის სანახავად ლაშქრობაა საჭირო, თუმცა ეს ამად ღირს. ერთ-ერთია 6-9 საუკუნეებში აშენებული სამონასტრო კოპლექსი დავით გარეჯი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს.
ნახეთ ქართული ტრადიციული ცეკვები
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ცეკვა თანაბრად მოიცავს ბალეტსა და აკრობატიკას, მისი მოძრაობები კი ათლეტური და ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სხვადასხვა თეატრში საცეკვაო წარმოდგენები ხშირად იმართება, გირჩევთ ტრადიციული ქართული ცეკვის ყურებას რესტორანში ღვინოსთან ერთად.
დალაშქრე მინიმუმ ერთ მთიანი რეგიონი
როგორც გამოცემა მოგზაურებს ურჩევს, საქართველო ისე არ უნდა დატოვონ, რომ მინიმუმ ერთ-ერთი მთიანი რეგიონი არ მოინახულონ. ყაზბეგი თბილისიდან ორსაათნახევარში მდებარეობს და იდეალურია შაბათ-კვირის გასატარებლად. თუ უფრო დიდი დროით გსურთ მთაში დროის გატარება, შეგიძლიათ ეწვიოთ - ხევსურეთს, თუშეთსა და რაჭას.
ეწვიეთ თბილისის კლუბებს
თბილისს ახალ ბერლინსაც კი უწოდებენ. ბრწყინვალე ტექნიკით, ღამის კლუბის სცენებით, მთელი მსოფლიოდან მოწვეული დიჯეებით, თბილისი ღამის ცხოვრების მოყვარულებში საყვარელ ადგილად იქცა. ბასიანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, რომელიც დინამოს სპორტის არენაზე მდებარეობს, ეს არის ადგილი, რომელიც დილამდე ცეკვავს.
ესტუმრე შავი ზღვის სანაპიროს
შავი ზღვის სანაპიროს დედაქალაქი ბათუმია, რომელიც ზაფხულში ძლიერ ქალაქად იქცევა. მუსიკის მოყვარულთათვის ბათუმის ჩრდილოეთით „ბლექს სი არენა“ მდებარეობს, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტები იმართება.
ესტუმრე საუკეთესო „ფლი მარკეტს“ კავკასიაში
თქვენ თუ ეძებთ საბჭოთა კავშირის მემორანდუმს, რუსეთის ფაიფურს, დაღესტნის ყელსაბამს ან ყარაბაღის ხალიჩას, ამისთვის მთელს კავკასიაში მშრალი ხიდი საუკეთესო ადგილია.