„სამსუნგ ელექტრონიქსის“ წარმომადგენლობასა და „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადი ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.

მემორანდუმი კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.