საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა

საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა. კრიტიკოსების ცნობით, გადასახადის სამიზნე ამერიკული კომპანიებია, რაც უსამართლობაა და რამაც შესაძლოა ვაშინგტონსა და პარიზს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს.

საერთაშორისო კომპანიიები, ისეთები როგორიცაა მაგალითად, „გუგლი“ და „ფეისბუქი“, საფრანგეთში გაყიდვების 3 პროცენტს გადაიხდიან.

საფრანგეთის მთავრობას მიაჩნია, რომ მსგავსი კომპანიები, რომელთაც ქვეყნის გარეთ აქვთ სათავო ოფისი, ძალიან მცირე გადასახადს იხდიან საფრანგეთში, ან საერთოდ არ იხდიან. ახალი გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება საფრანგეთის სენატმა მიიღო.

დაბეგვრას დაექვემდებარება ის ციფრული კომპანიები, რომელთა შემოსავალი 750 მილიონ ევროს აჭარბებს და საფრანგეთში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.