2019 წლის 5 თვეში საქართველოდან ჯამში 86, 859 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 44,9% რუსეთზე მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს (იანვარი-მაისში) რუსეთში 38, 977 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, რაც 21,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2018 წლის 5 თვეში რუსეთში 30,684 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა.
ამასთან, ზოგადად, გაზრდილია უცხოეთში გატანილი პროდუქციის მოცულობაც. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში 19,3%-ით მეტი მტკნარი და მინერალური წყლები გავიდა (86,859 მლნ ლიტრი), ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. გასულ წელს ექსპორტზე 70, 075 მლნ ლიტრი პროდუქცია გავიდა.
რაც შეეხება მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს, 2019 წლის 5 თვეში, მინერალური და მტკნარი წყლები ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი:
რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებლებს, საქართველოდან უცხოეთში ჯამში 172,006 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა, საიდანაც 42,8% რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ, გასულ წელს, რუსეთში - 73,643 მლნ ლიტრი პროდუქცია გავიდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2018 წელს რუსეთის გარდა, ასევე მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ: