რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ახლა, უკვე რამდენიმე დღეა მოთხოვნა ისევ გაიზარდა - ამის შესახებ რუსული მედია Яндекс.Путешествия-ზე დაყრდნობით წერს.
Яндекс.Путешествия-მ კვლევის შედგენისას არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოთხოვნები შეისწავლა, არამედ ბოლო 6 წლის პრაქტიკაც გაითვალისწინა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ როგორც ადრე, დღესაც, მიუხედავად პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობისა, საქართველო კვლავ რჩევა ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებად რუს მოგზაურებში.
საქართველოსთან ერთად წლევანდელი ზაფხულის პოპულარული ადგილებია:
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეჩერდა. გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს მიიღო.