BMW-მ გაყიდვებში Mercedes-ს აჯობა

ბოლო სამი წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს გაყიდვების მიხედვით ბავარიულმა კომპანიამ BMW-მ მის უშუალო კონკურენტ Mercedes-Benz-ს გაყიდვებით აჯობა. მიმდინარე წლის ივნისში BMW-ს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა 203,523 ეგზემპლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე +1.4%-ით მეტია. ხოლო კონკურენტმა შტუტგარტულმა კომპანიამ 196,230 ერთეული გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 3.7 %-ით ნაკლებია. აღნიშნულ კლებას Mercedes-Benz-ი მოდელებში თაობათა ცვლილებით ხსნის, რის გამოც ფერხდება მიმავალი მოდელების რეალიზება და ახლის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში Mercedes-Benz თვეების გაყიდვების მიხედვით ლიდერი იყო და ეს არის პირველი შემთხვევა ამ ხნის განმავლობაში, როცა BMW-მ მას გაასწრო.

საერთო ჯამში კი, 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით Mercedes-Benz ინარჩუნებს მსოფლიოს ნომერ პირველი პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმობელი ბრენდის სტატუსს. „სამქიმიანებმა“ წელს 1,134,729 ავტომობილი გაყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.6%-ით ნაკლებია, მაშინ როცა BMW-ს გაყიდვები 1,075,959 ეგზემპალრს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიური მონაკვეთის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია.

რაც შეეხება „დიდი სამეულის“ მესამე ბრენდს audi-ს, მისი გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით და 166,700 შეადგინა, თუმცა წლიურ მაჩვენებელში მაინც 4.5%-იანი კლება აქვს ჯამში გაყიდული 906,200 ავტომობილით.

კოკა კვირკველია