„სილქნეტის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება შეჩერდება

კომპანია "სილქნეტის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეჩერებული იქნება თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხელი ხაზის ოპერატორები, მობილური ტელეფონების მეშვეობით მხოლოდ 112-ისა და საპატრულო პოლიციის ზარების მიღებას შეძლებენ.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებული ზარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.