ვირტუალური ავატარები პოდიუმზე

ბერლინურმა სააგენტომ Trashy Muse პირველად მსოფლიოში პოდიუმზე ვირტუალური მოდელ-ავატრების მონაწილეობით ჩვენება მოაწყო. აღნიშნულის ამსახველი 3D-ვიდეო კი ბარ EP7-ის ფასადზე გაიტანეს.

შოუზე Trashy Muse-მა წარმოადგინა პირველი ციფრული მოდელი „შუდუ“, ზე-ადამიანი „დანგი“ და ლიდერი „ბრენდიდ ბოი“. როგორც გამოცემა Dazed-ი აღნიშნავს, საკუთარ შოუში სააგენტომ წარმოადგინა 2000-იანების მოდური ტრენდები: დაბალწელიანი შარვლები, ტოპები, ლატექსის სამოსი და ჯაჭვები.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მოდის ციფრული ჩვენება აქამდე პირველად მოაწყო მოდის სახლმა Moschino, თუმცა მას არ გამოუყენებია ავატარები და ციფრული სამოსი.

შოუსთვის კომპანიამ 100-მდე კრეატივი დაიქირავა, მათ შროის ხელოვნური რეალობის (AR)-დიზაინერებიც.

კოკა კვირკველია