Budweiser-მა ჰონგკონგში 9,8 მილიარდის IPO-ზე უარი თქვა

ლუდის მწარმოებელმა მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და აზია-წყნარი ოკეანის ბაზარზე უმსხვილესმა კომპანიამ Budweiser Brewing Company APAC, უარი განაცხადა 9,8 მილიარდის ღირებულების აქციების პირველად განთავსებაზე (ე.წ. IPO-ზე) ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო კომპანიის სათავო ოფისმა - Anheuser-Busch InBev - იუწყება ჩინური გამოცემა South China Morning Post.

„კომპანია არ დაიწყებს განთავსების პროცედურას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, არსებული საბაზრო პირობების გამო“, - აცხადებს Anheuser-Busch InBev.

ჯამში Budweiser გეგმავდა 1,63 მილიარდი აქციის გამოცემას 40-47 ჰონკონგური დოლარის ( 5,13 - 6 ამერიკული დოლარის) საფასო დიაპაზონში. აღნიშნული ლისტინგი მას გახდიდა მიმდინარე წელს ყველაზე მსხვილი IPO-ს მქონე კომპანიად და აღემატებოდა Uber-ს, რომლის აქციების პირველადმა განთავასებამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მაისში 8,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია