ირანში ნავთობმოპოვება ბოლო 30 წლის მინიმუმზეა

ივნისში ირანში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 2,28 მლნ ბარელამდე შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყნისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კერძოდ, მაისთან შედარებით მოპოვება დღე-ღამეში 120 ათასი ბარელით არის შემცირებული. კიდევ უფრო მეტად - 450 ათას ბარელამდე არის შემცირებული ნავთობის მიწოდება საზღვაო გზით, თუმცა, ამავდროულად გაზრდილია ქვეყნის ნავთობის მარაგები.

2018 წლის მაისამდე, მას შემდეგ რაც აშშ-მა ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანი საშუალოდ დღე-ღამეში 2,6 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენდა დღე-ღამეში.

კოკა კვირკველია