ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპმა მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით 6,3% შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ ცნობას ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მისი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდა - 6,4%, მეორეში კი 6,2% იყო.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ბოლომდე ჩინეთში მშპ-ს ზრდის შენელება ფიქსირდებოდა: 2010 წელს ეს იყო - 10%, 2011 წელს - 9,2%, 2012 წელს - 7,8%, 2013 წელს - 7,7%, 2014 წელს - 7,3%, 2015 წელს - 6,9%, 2016-ში - 6,7% და 2017 წელს - 6,8%. გასულ წელს ზრდის ტემპმა შეადგინა - 6,6%, რაც მოცულობაში 90,03 ტრილიონი იუანით (13,28 ტრილიონი დოლარი) გამოიხატა.