თვითმფრინავები „ბოინგი Max“-ით 2020 წლის იანვრამდე არ იფრენენ. ამის მიზეზი ბოინგის ახალი, პრობლემური მოდელების „737 Max“-ის პროგრამული ხარვეზი გახდა. სწორედ ამ ხარვეზმა გამოიწვია ავიალაინერების ავიაკატასტროფები ინდონეზიასა და ეთიოპიაში.
ამასთან, რიგმა ავიაკომპანიებმა დამოუკიდებლად მიიღეს „737 Max“-ის ფრენების აკრძალვის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება.
ამ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.