თბილისის მერიაში არ ადასტურებენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის ურბანულ სამსახურში შესაბამისი პროექტი უკვე შესულია, თუმცა დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნულს უარყოფენ.
„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, მერიის არც ერთ სამსახურში მსგავსი პროექტი შემოსული არ არის,“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაშია და შესაბამისად დედაქალაქის მერია იქ სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს.