რეგიონის ქვეყნებს შორის, ხახვის ფასი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში შემცირდა. ამის შესახებ East fruit-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულ, ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 5 ივლისამდე ხახვის სიძვირით საქართველო ლიდერი იყო, თუმცა გასულ კვირას 1 კგ-ს ფასი 0,61 დოლარიდან, 0,46 დოლარამდე შემცირდა.
ამასთან, პროდუქტის ღირებულება 7%-ით შემცირდა რუსეთშიც და თუ მანამდე, 1 კგ ხახვი 0,41 დოლარი ღირდა, გასულ კვირას 0,38 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროდუქტის მაღალ ფასით პოლონეთი ლიდერობს, სადაც ხახვის ღირებულება არ შეცვლილა და 1 კგ კვლავ 0,58 დოლარი ღირს.
პოლონეთის გარდა, პროდუქტის ფასი არ შეცვლილა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. კერძოდ, პოლონეთში 1 კგ ხახვის ღირებულება ისევ 0,39 დოლარს, უზბეკეთსა და უკრაინაში კი - 0,29 დოლარს შეადგენს.
ამასთან, პროდუქტი გაძვირდა ტაჯიკეთსა და მოლდოვაში. ტაჯიკეთში ხახვის ფასი - 0,23 დოლარიდან 0,26 დოლარამდე, ხოლო მოლდოვაში - 0,28 დოლარიდან 0,34 დოლარამდე გაიზარდა.