მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ რითეილერმა კომპანიამ Amazon-მა საკუთარ მომხმარებლებს მათი ბრაუზერის ისტორიაზე წვდომის სანაცვლოდ, 10 დოლარიანი ფასდაკლება შესთავაზა.
ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს სიახლე კომპანიას სხვა რითეილერებთან, როგორებიც არის Walmart, Target.com და ა.შ. ფასების შედარებისთვის სჭირდება.
სპეციალური მოწყობილობა მოახდენს მომხმარებელთა საიტებზე ვიზიტის ანალიზს. თუმცა, Amazon-ი მის გამოყენებას სხვა მიზნებისთვისაც შეძლებს, ვინაიდან შტატებში არ არის კანონი, რომელიც ზღუდავს ინფორმაციის გამოყენებას.
დღეისთვის კომპანიას უკვე ჰყავს 7 მილიონზე მეტი კლიენტი, რომელთა ქმედებებსაც კომპანია თვალს ადევნებს.