საქართველოდან ექსპორტირებული ხილის რაოდენობა შემცირდა.
„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყნიდან სულ 25,939.300 დოლარის ხილი გავიდა, მაშინ როდესაც 2018 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 32,710.600 დოლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ხილის 5 სახეობას, რომელსაც საქართველო ყველაზე ბევრს ყიდის.
2019 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით, თხილი და სხვა კაკალი გაყიდა, რომლის ექსპორტმაც 14 770 300 დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილზე 4 228 200 დოლარით ახალი ვაშლი, მსხალი და კომში გავიდა.
მესამე ადგილზე კი ახალი ან გამხმარი ბანანებია, პლანტაინების ჩათვლით, რომლის ექსპორტმაც 3 005 200 დოლარი შეადგინა.
მეოთხე ადგილი 2 677 900 დოლარით ციტრუსების ახალ ან გამხმარ ნაყოფს უკავია.
ხუთეულს ამთავრებს გამხმარი ნაყოფები, რომლის ექსპორტმაც 563 800 დოლარი შეადგინა.