NASA-ს გუნდი მუშობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, წითელი წიწაკის მოყვანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იგეგმება.
როგორც Fruitnews-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს, კოსმოსში წიწაკის თესლი გაიგზავნება, რომელზეც NASA-ს სელექციონერები უკვე მუშაობენ.
როგორც ცნობილია, მარსამდე ფრენის ყველაზე მოკლე მარშრუტის ხანგრძლივობა 2 წელია, შესაბამისად, საჭიროა, რომ მცენარე ყველა საჭირო ვიტამინით წინასწარ უზრუნველყონ.
ერთ-ერეთ სელექციონერის ჯეიკობ ტორესის თქმით, გასაგზავნად შეირჩა ესპანიოლას სახეობის წიწაკა, რომელიც მაღალ სიმაღლეზეც მოდის და ამასთან, ზრდის მოკლე პერიოდი აქვს.
მისივე ინფორმაციით, წიწაკის პირველი თესლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ნოემბერ-იანვარში გადაეცემა.