Apple ახალ „ემოჯის“ გამოუშვებს - მათ შორის იქნება ეტლით მოსარგებლე, ჯოხის საშუალებით მოსიარულე და სმენის პრობლემების მქონე ადამიანების გამოსახულება.
ახალი ემოციები მომხმარებლისთვის „ემოჯის მსოფლიო დღეს“ იქნება ხელმისაწვდომი. ტექნიკური გიგანტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები უფრო მეტად წარმოაჩინოს. „ემოჯის“ ახალი დიზაინი გასულ წელს იქნა შემუშავებული და Apple-ის მომხმარებლებისთვის მიმდინარე წელს იქნება ხელმისაწვდომი.
Apple-ის პრესმდივნის თქმით, მრავალფეროვნების აღნიშვნა, კომპანიის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია.
„ეს ახალი ემოციები მნიშვნელოვან დანაკლისს შეავსებს“- განმარტა პრესმდივანმა.
ახალ დიზაინში ასევე წარმოდგენილი იქნება კანის ფერის მრავალფეროვნება, ასევე დაემატება ისეთი ცხოველები, როგორიცაა ფლამინგო და სკუნსი. ჯამში ახალი ემოციების რაოდენობა 20-ს შეადგენს.
ახალი ემოციების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მოამზადა სალომე აბულაშვილმა