Google-ს წარმომადგენლებმა ჩინეთის სამხედრო დანაყოფებთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უარყვეს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია გამოიძიებს საკითხს, Google-ი ჩინეთის ხელისუფლებას Alphabet Inc-ის კამპანიაში მხარს უჭერს თუ არა.
პრეზიდენტმა გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ადრე პიტერ თილმა PayPal-ის ერთ ერთმა დამაარსებელმა თქვა, რომ Google-ში შესაძლოა ჩინელმა სადაზვერვო აგენტებმა შეაღწიეს.
„Google ეხმარება ჩინეთს და მის სამხედროებს, მაგრამ არა შეერთებულ შტატებს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ისინი ეხმარებოდნენ ჰილარი კლინტონს, მაგრამ არა ტრამპს…” - დაწერა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ტრამპმა.
ტრამის განცხადებით, ის იუსტიციის მინისტრთან ერთად დააკვირდება ამ საკითხს. ხოლო თილმა, რომელმაც Google-ი ჩინეთთან კავშირში დაადანაშაულა, მოუწოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს და ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს, ჩინეთთან კავშირის გამო „გუგლის“ საქმიანობას გადახედონ.
შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების გენერალმა ჯოზეფ დენფორდმაც „გუგლის“ მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გამოხატა.
Google-ის წარმომადგენლებმა უპასუხეს შეერთებული შტატების მთავრობის ბრალდებას და მათ წერილობით განაცხადეს:
„როგორც ადრე უკვე განვაცხადეთ, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ჩინეთის სამხედრო ძალებთან“
ამავე დროს Google-მა ახალ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა, ისინი სპეციალურ საძიებო სისტემას ქმნიდნენ, რომელიც ჩინეთისთვის უნდა გაშვებულიყო - ამის შესახებ კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა კარან ბჰატიამ განაცხადა.
„დღეისათვის თუ სხვა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს გადახედავთ, ჩვენ ჩინეთში ბიზნესის ძალიან პატარა ნაწილით ვართ დაკავებული“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა. ბჰატია გამოეხმაურა იმ ბრალდებასაც, თითქოს Google-ს სისტემაში ჩინელმა აგენტებმა შეაღწიეს.
სენატორებმა მსოფლიოს უდიდესი კომპანიის Google-ის წამომადგენლებთან უკმაყოფილება მხოლოდ ჩინეთთან შესაძლო კავშირზე არ გამოთქვეს. მათი კიდევ ერთი უკმაყოფილება გამოიწვია აზრმა, რომ შესაძლოა Google-ი კონსერვატიული კონტენტის წინააღმდეგი იყოს.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ