ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში მცირე გრანტების მორიგი კონკურსი დაიწყება.
ამის შესახებ მინისტრმა ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის სესხის თანადაფინანსებას, საკრედიტო - საგარანტიო სქემას, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ.
"ჩვენ გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს და მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. სექტემბერში უკვე დაიწყება და დაანონსდება მცირე გრანტების მორიგი კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა და იქ პრიორიტეტად ცალსახად იქნება მცირე საოჯახო სასტუმროები," - განაცხადა მინისტრმა.