საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2019 წლის 6 თვის მონაცემებით Wizz Air ლიდერობს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 14%-იან წილს ფლობს (348 850 მგზავრი). მეორე ადგილზე იმყოფება ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11%-ით (260 774 მგზავრი), ხოლო Turkish Airlines-ი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით მესამე ადგილზეა 10%-ით (255 066 მგზავრი).
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (290 221 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (2 159 047 მგზავრი). ჯამურად, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად ექვს თვეში 2 449 268 მგზავრია გადაყვანილი. 2019 წლის პირველის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები სულ (ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით) 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24%-ით (384 131 მგზავრით) არის გაზრდილი.