პროგრამული უზრუნველყოფა FINA24 მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს რესტორნების ქსელში - Dunkin’-ში ინერგება.
პროგრამის ინსტალაცია განხორციელდა 25 გაყიდვის წერტილზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან FINA24-ის სერვერულ სისტემასთან. ხოლო მენეჯერებისა და ადმინისტრაციის მხრიდან პროგრამის მართვა ვებ-ინტერფეისის დახმარებით ხორციელდება.
Dunkin’-ის პირველი რესტორანი 1950 წელს ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატში გახსნა ბილ როზენბერგმა და 69 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, 2019 წელს კომპანია 50 ქვეყნის მასშტაბით 12000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი. 2014 წლიდან კი ამ სიას საქართველო დაემატა და კომპანია ხარისხიანი ყავის, ფუნთუშეულისა და მომსახურების სინონიმად იქცა ქართველი მომხმარებლისთვის.
FINA - ქართული პროგრამული პროდუქტია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და 8 წლიანი ოპერირების მანძილზე მისი კლიენტი ორგანიზაციების რიცხვმა 2800-ს გადააჭარბა. მათ შორის კვების ობიექტების მიმართულებით არიან ისეთი მსვილი საერთაშორისო ბრენდები როგორიცაა Wendy’s, Subway, Coffee Bean & Tea Leaf და სხვ.
კომპანია FINA სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს კომპანიებს ისეთ პროგრამულ მოდულებს სთავაზობს, როგორიცაა ბუღალტერია, ვაჭრობა-საწყობი, დისტრიბუცია, კაფე-რესტორანი, სასტუმრო და სხვ.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებ გვერდზე www.FINA.ge
FINA - საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისათვის!
(R)