პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Instagram-მა მიიღო გადაწყვეტილება, დამალოს (დააჰაიდოს) მომხმარებელთა პოსტებზე მოწონებების რაოდენობა ცალკეულ ქვეყნებში მომხმარებლებზე წნეხის შემცირების საბაბით.
სოციალური ქსელი აღნიშნულს სატესტო რეჟიმში ავსტრალიასა და იაპონიაში დღეიდან იწყებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები სხვის პოსტებზე „ლაიქების“ რაოდენობის ნაცვლად ნახავენ რამდენიმე მომხმარებლის სახელს „და სხვებს“, ხოლო თავად პოსტის ავტორებისთვის მოწონებების რაოდენობა ცნობილი დარჩება.
Instagram-მა მსგავსი გადაწყვეტილება მაისში კანადაში მიიღო, ახლა კი მის ამოქმედებას გეგმავს ავსტრალიაში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, ირლანდიაში, იტალიასა და ბრაზილიაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედებით ისინი შეამცირებენ წნეხს მომხმარებლებზე, რომლებიც “ლაიქებს“ დიდ ყურადღებას აქცევენ და საბოლოოდ, ეს მათ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.
„ამიერიდან ისინი ფოკუსირებულები იქნებიან თავად პოსტებზე და არა მათი ლაიქების ოდენობაზე“,- აცხადებენ კომპანიაში.
Instagram-ი აცხადებს, რომ ეს ტესტი არ შეეხება ბიზნესს და მომხმარებლები უბრალოდ, დააჭერენ მოწონებების ველს და ასე ნახავენ, თუ ვინ დაუჭირა მას მხარი.