ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ის მზად არის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.
თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას, მის დანიშვნას, გათავისუფლებას, წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება წყვეტს.
კითხვაზე, თანახმაა თუ არა სალია დაიკავოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა, სალიამ უპასუხა:
„იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, მე თანახმა ვარ“, - განაცხადა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მის შემცვლელად საკუთარი ადვოკატის, პაატა სალიას დანიშვნა დააანონსა.