ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან კონსულტაციებს გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა სალიამ განუცხადა, რომელიც ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნიკა გვარამიას ჩაანაცვლებს.
„თქვენ ნახეთ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში მოხსენიებულია დვალიც და აქიმიძეც, მან ახსენა ეს ადამიანები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ კვლავ გააგრძელებს მათთან კონსულტაციებს, მათაც მიულოცა ეს გამარჯვება, ჩათვალა ისინიც ამ გამარჯვების ნაწილად, შესაბამისად, ვთვლი, რომ კონსულტაციები ამ ნაწილში მათთან გაგრძელდება და არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ვერ გეტყვით, მე არ მქონია მათთან კონმუნიკაცია ბოლო პერიოდში. ესეც გამოჩნდება, დღეს, ერთ წამში მისაღები გადაწყვეტილებები ეს არ არის. უნდა გავერკვეთ ჯერ კომპანიაში რა ხდება, რა ვითარებაა, მატერიალურ-ფინანსური თვალსაზრისით, სამუშაო არის ძალიან ბევრი“, - განაცხადა სალიამ.