რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“ მზად არის, ანკარის სურვლის შემთხვევაში, თურქეთს საკუთარი თვითმფრინავი „სუ35“ მიაწოდოს. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.
მანამდე აშშ-მა თურქეთი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ეს400“-ის შეძენის გამო „ეფ35“-ის პროგრამიდან გარიცხა და შეკვეთილი თვითმფრინავების მიწოდებაზე უარი უთხრა.
ამერიკული „ეფ35“ მეხუთე თაობის მრავალფუნქციური თვითმფრინავია, ხოლო რუსული „სუ35“ მიეკუთვნება „4++“ თაობას, არის მეოთხე თაობის „სუ27“-ის ორგზის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც თავისი მაჩვენებლებით თითქმის უახლოვდება მეხუთე თაობის დასავლური წარმოების თვითმფრინავებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.